გლობალური დათბობა მყინვარების სწრაფ დნობას იწვევს, ახალი კვლევის თანახმად, მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ყოველწლიურად ათასობით მყინვარი გაქრება. გლობალურმა დათბობამ, რაზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანი, პლანეტაზე ე.წ. ჰიდროლოგიური ციკლის მოშლა გამოიწვია. მსოფლიოს მდინარეების ნახევარზე მეტმა გადაუხვია ნორმას: 34% უფრო შეთხელდა, 21% უფრო შეივსო.
მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მცირე ზომის ცალკეული მყინვარების დნობას შესაძლოა ნაკლები გავლენა ჰქონდეს ზღვის დონის აწევაზე, მათმა დაკარგვამ შეიძლება მნიშვნელოვნად დააზიანოს ტურიზმი და ადგილობრივი კულტურა.

"თითოეული მყინვარის გაქრობას შეიძლება მნიშვნელოვანი ლოკალური გავლენა ჰქონდეს, მაშინაც კი, თუ მისი დნობის წვლილი მცირეა“, - განუცხადა ჟურნალისტებს ციურიხის ETH-ისა და ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ვან ტრიხტმა.
თუმცა, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აფრთხილებს, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში დათბობა 1.5°C-ს გადააჭარბებს. ყველაზე უარესი სცენარის შემთხვევაში, როდესაც ტემპერატურა 4°C-ით მოიმატებს, 2050-იანი წლების შუა პერიოდისთვის ყოველწლიურად 4000-მდე მყინვარი გაქრება.
ისეთ ადგილებში, სადაც უპირატესად მცირე ზომის მყინვარებია, როგორიცაა ევროპის ალპები და სუბტროპიკული ანდები, მათი ნახევარი შესაძლოა ორ ათწლეულში გაქრეს. მსოფლიოს ისეთ ნაწილებში კი, სადაც უფრო დიდი მყინვარებია, როგორიცაა გრენლანდია და ანტარქტიდის პერიფერია, მყინვარების გაქრობა საუკუნის ბოლოს მოხდება.
წაიკითხეთ ასევე: