ავტორი:

ცნობილი ინფლუენსერი ქმარმა მე-10 სართულის აივნიდან გადმოაგდო - რა დეტალები ხდება ცნობილი სასტიკ მკვლელობაზე

ცნობილი ინფლუენსერი ქმარმა მე-10 სართულის აივნიდან გადმოაგდო - რა დეტალები ხდება ცნობილი სასტიკ მკვლელობაზე

ცნობილი ინფლუენსერი 25 წლის მარია კატიანე გომეს და სილვა, ქმარმა, 40 წლის ალექს ლეანდრო ბისპო დოს სანტოსმა, ბრაზილიაში, სან-პაულოში, საცხოვრებელი კორპუსის მე-10 სართულის აივნიდან გადმოაგდო.

შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა წყვილს შორის კამათს მოჰყვა. სანტოსმა პოლიციას განუცხადა, რომ ქალმა თავი მოიკლა, თუმცა, პოლიციის თქმით, ვიდეოთვალთვალის ჩანაწერები ამ ვერსიას ეწინააღმდეგება.

  • გამომძიებლები აცხადებენ, რომ კადრებში სილვას გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე მომხდარი ფიზიკური ძალადობის სერიაა ასახული. კადრში ჩანს, თუ როგორ ურტყამს ბრალდებული ცოლს ავტოსადგომზე. აგრესიული ქცევა ლიფტშიც გრძელდება.

სანტოსი მკვლელობის ბრალდებით მკვლელობიდან 9 დღის შემდეგ დააკავეს.

მარია წარმოშობით სეარას შტატიდან იყო და ცოტა ხნის წინ, სან-პაულოში გადავიდა საცხოვრებლად. მას წინა ურთიერთობიდან ერთი ქალიშვილი დარჩა.

წყარო