ბრიტანელები გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც დეკემბრის ერთ დღეს გარეთ გაიხედეს და ყველაფერი ვარდისფერ ნისლში იყო გახვეული.

Met Office-ის წარმომადგენლის, გრეჰემ მედჯის განმარტებით “როდესაც მზის სხივები ატმოსფეროს მრავალ ფენას გადის, ლურჯი ფერი იფილტრება და იფანტება, ხოლო წითელი ფერები რჩება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მზის სხივების ფერები ატმოსფეროსა და ნისლის გავლით იფილტრება და სწორედ ამიტომ იძენს ვარდისფერ ელფერს“

სოციალური ქსელები ამ სიურრეალისტური სანახაობის ამსახველმა ფოტო და ვიდეო კადრებმა მოიცვა, ბრიტანელები ერთმანეთს შთაბეჭდილებებს უზიარებენ და უამრავ კომენტარს ტოვებენ.



მსგავსი ეფექტის მისაღებად საჭიროა “გარემოს მთელი რიგი პირობები იდეალურად დაემთხვეს ერთმანეთს და მისი პროგნოზირება თითქმის შეუძლებელია“

კანადაში “ვარდისფერი ნისლის“ ფენომენი დაახლოებით 10–15 წუთს გაგრძელდა.