დიდი ბრიტანეთი მოითხოვს, რომ რუსმა ოლიგარქმა რომან აბრამოვიჩმა საფეხბურთო კლუბ "ჩელსის" გაყიდვიდან მიღებული 2.5 მილიარდი გირვანქა სტერლინგი უკრაინულ ფონდს გადასცეს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა თემთა პალატაში გამოსვლისას განაცხადა.
აბრამოვიჩისადმი ჩემი მესიჯი ასეთია: დრო მიდის, პატივი ეცით ვალდებულებებს, რომლებიც აიღეთ და ახლა გადაიხადეთ. თუ არ გადაიხდით, მზად ვართ სასამართლოს მივმართოთ, რათა ყოველი პენი ერგოს მათ, ვისი ცხოვრებაც პუტინის უკანონო ომით იქნა განადგურებული“, - განაცხადა სტარმერმა.