ავტორი:

"რუსეთში ორი წლის წინ ჩავიდნენ" - ვინ არის მოკლული 10 წლის მოზარდი და რა მოტივი ჰქონდა თავდამსხმელს: ახალი დეტალები მოსკოვის ოლქში, სკოლაში მომხდარ მკვლელობაზე,

"რუსეთში ორი წლის წინ ჩავიდნენ" - ვინ არის მოკლული 10 წლის მოზარდი და რა მოტივი ჰქონდა თავდამსხმელს: ახალი დეტალები მოსკოვის ოლქში, სკოლაში მომხდარ მკვლელობაზე,

მოსკოვის ოლქში, სკოლაში მომხდარი მკვლელობის გამო რუსეთის ელჩი ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

  • როგორც ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დუშანბეში რუსეთის ელჩს, სემიონ გრიგორიევს, გადაეცა ნოტა მოთხოვნით, დაუყოვნებლივ ჩატარდეს გამოძიება იმ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, რის შედეგად მოსკოვის ოლქის გორკი-2-ის დასახლების სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე, 10 წლის ბავშვი დაიღუპა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ “თავდასხმა, ეროვნული სიძულვილის ნიადაგზე მოხდა და უწყება მკაცრად ითხოვს, რომ ყველა დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით იქნეს პასუხისგებაში მიცემული“

  • მკვლელობა მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონის უსპენსკის სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლემ 16 დეკემბერს, დილით ჩაიდინა. მან დაცვის თანამშრომელს ჯერ სახეში წიწაკის სპრეი შეასხა, შემდეგ დანით დაჭრა და იმავე დანით 10 წლის სკოლის მოსწავლეს დაესხა თავს. მიღებული ჭრილობების შედეგად ბავშვი გარდაიცვალა.

მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, მოკლული მოსწავლის, კობილჯონ ალიევის დედა, მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, რამდენიმე წლის წინ ორ შვილთან ერთად რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად.

იგი იმავე სკოლაში მუშაობს დამლაგებლად, სადაც მისი შვილი სწავლობდა და სადაც მკვლელობა მოხდა. ასევე ცნობილია, რომ 17 დეკემბერს კობილჯონი ტაჯიკეთში უნდა გამგზავრებულიყო, რადგან მას პასპორტის ვადა ეწურებოდა.

თავდამსხმელი, რომელიც მის ყველა ქმედებას კამერაზე იღებდა ამ დროისთვის დაკავებულია.

ტელეგრამ-არხების ცნობით, მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ეჭვმიტანილმა თანაკლასელებს თავისი მანიფესტი სახელწოდებით "ჩემი რისხვა“ გაუგზავნა, რომელიც ფაქტობრივად ნეონაცისტურ ტექსტს წარმოადგენს, ავტორი ებრაელების, მუსლიმებისა და ლიბერალების წინააღმდეგ გამოდის და წერს რომ “ისინი ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან სიახლეების დრო მოდის“.

წყარო