ავტორი:

იტალიის მთებში დინოზავრების ათასობით ნაკვალევი აღმოაჩინეს - რაზე მიანიშნებს უნიკალური აღმოჩენა?

იტალიის მთებში დინოზავრების ათასობით ნაკვალევი აღმოაჩინეს - რაზე მიანიშნებს უნიკალური აღმოჩენა?

ჩრდილოეთ იტალიაში, ეროვნულ პარკში, მეცნიერებმა დინოზავრების ათასობით ნაკვალევი აღმოაჩინეს. ზოგიერთი მათგანის დიამეტრი 40 სანტიმეტრს აღწევს. მეცნიერების თქმით, ნაკვალევის ასაკი დაახლოებით 210 მილიონი წელს შეადგენს.

  • ნაკვალევები პარალელურ რიგებადაა განლაგებული და ბევრ მათგანზე მკაფიოდ ჩანს ბრჭყალების ანაბეჭდები. მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ისინი პროზავროპოდებმა - ბალახისმჭამელმა დინოზავრებმა დატოვეს, რომლებსაც გრძელი კისერი, პატარა თავი და ბასრი ბრჭყალები ჰქონდათ.

  • "ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ იმ რეგიონში, სადაც ვცხოვრობ, ასეთ შთამბეჭდავ რამეს აღმოვაჩენდით", - განაცხადა მილანელმა პალეონტოლოგმა კრისტიანო დალ სასომ.

მთის ფერდობზე ასეულობით მეტრზე დამჩნეული უცნაური კვალი პირველად გასული წლის სექტემბერში, ფოტოგრაფმა ამატორმა ელიო დელა ფერერამ შეამჩნია და სპეციალისტებს შეატყობინა.

"პროზავროპოდები, რომელთა კვალიც აღმოვაჩინეთ, სიგრძეში 10 მეტრს აღწევდა, ორ ფეხზე გადაადგილდებოდნენ, თუმცა სავარაუდოდ გაჩერების დროს წინა კიდურებსაც იყენებდნენ, ფაქტობრივად, გრანდიოზული სამეცნიერო საგანძური აღმოვაჩინეთ“, - ამბობს პალეონტოლოგი.

სტელვიოს ეროვნული პარკი იტალიისა და შვეიცარიის საზღვართან მდებარეობს, იმ ადგილებთან ახლოს, სადაც მომავალ წელს ზამთრის ოლიმპიური თამაშების გამართვა არის დაგეგმილი.

წყარო