ლიონელ მესის ვიზიტმა ბევრი რამის გამო მიიპყრო ყურადღება და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მსჯელობის საგანი გახდა ძვირადღირებული საათია, რომელიც ფეხბურთის ლეგენდას ინდოელი მილიარდერის ვაჟმა ანანტ ამბანიმ აჩუქა.

მესი ადგილზე საათის გარეშე მივიდა, თუმცა მოგვიანებით უკვე Richard Mille RM 003-V2 GMT Tourbillon Asia Edition-ით გამოჩნდა. შეზღუდული სერიის ნამდვილი შედევრის ფასი, რომელიც მთელ მსოფლიოში მხოლოდ12 ეგზემპლარის სახით არსებობს, 10 91 68 020 რუპიას ანუ დაახლოებით 1.2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
თავად ანანტს ხელზე ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური ნამუშევარი Richard Mille RM 056 Sapphire Tourbillon-ი ეკეთა, საათი რომლის ღირებულება 5 მილიონ დოლარს შეადგენს.

ნახეთ ასევე: