საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში პსჟ ბრაზილიურ "ფლამენგოს" დაუპირისპირდა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ლუის ენრიკემ მინდორზე გუნდი ასეთი შემადგენლობით გამოიყვანა: საფონოვი, ზაირ-ემერი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, ლი, კვარაცხელია, დუე.

მეორე ტაიმში 62-ე წუთზე. ფლამენგომ ანგარიში გაათანაბრა. 11-მეტრიანი დარტყმა ჟორჟინიომ ზუსტად შეასრულა.
მატჩის ძირითად დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და დამატებითი დრო დაინიშნა.

დამატებით დროში ხვიჩა კვარაცხელია შეცვალეს. ანგარიში არც დამატებით დროში არ შეცვლილა და ყველაფერი 11-მეტრიანების სერიამდე მივიდა, სადაც პსჟ-ს მეკარემ გმირულად ითამაშა - საფონოვმა 4 11-მეტრიანი მოიგერია. საბოლოოდ კი პარიზულმა გუნდმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.