თბილისში - ნუცუბიძის ქუჩაზე, ქვეითად მოსიარულე დედა–შვილს მანქანა დაეჯახა. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ქალი ადგილზე დაიღუპა.
შემთხვევის შედეგად დაშავებული ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 276–ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.