ავტორი:

როსტოვის პორტში დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ქალაქ ბატაისკში კი - ერთი - რას წერს რუსული მედია

როსტოვის პორტში დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ქალაქ ბატაისკში კი - ერთი - რას წერს რუსული მედია

როსტოვის პორტში დრონებით თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას რუსული მედია როსტოვის ოლქის გუბერნატორზე, იური სლიუსარზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • იური სლიუსარის ცნობით, დრონებით თავდასხმა როსტოვზე, ბატაისკსა და ტაგანროგზე განხორციელდა.

"როსტოვის პორტში თავდასხმის შედეგად სატვირთო გემზე ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ორი წევრი დაიღუპა და სამი დაშავდა“, - განაცხადა გუბერნატორმა.

ასევე, სლიუსარის ინფორმაციით, ქალაქ ბატაისკში დრონებით თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა და ერთი დაიღუპა.