აშშ-ის მიზანი ვენესუელაში რეჟიმის ცვლილებაა, - ამის შესახებ ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა.
"ეს უბრალოდ მილიტარისტული და კოლონიალისტური მოგონილი მიზეზია. ჩვენ ეს არაერთხელ გვითქვამს და ახლა სიმართლეს ყველა ხედავს. სიმართლე გამოაშკარავდა. მიზანი ვენესუელაში რეჟიმის ცვლილება და მარიონეტული მთავრობის დანიშვნაა, რომელიც 47 საათსაც კი ვერ გაძლებს და მათ კონსტიტუციას, სუვერენიტეტსა და სიმდიდრეს გადასცემს და ვენესუელას კოლონიად აქცევს. ეს არასდროს მოხდება“, - განაცხადა მადურომ.
"უკან ვიბრუნებთ მიწას, ნავთობზე უფლებებს და ყველაფერს, რაც გვქონდა. მათ ეს ყველაფერი წაგვართვეს, რადგან პრეზიდენტი გვყავდა, რომელიც ამას ყურადღებას არ აქცევდა. ჩვენ ამის დაბრუნება გვსურს. როგორც იცით, იქ ბევრი ნავთობი გვქონდა და მათ ჩვენი კომპანიები გააძევეს. ჩვენ მათი დაბრუნება გვსურს“, - აღნიშნა ტრამპმა.