ავტორი:

ინდოეთში, ბავშვობის მეგობრებმა, იჯარით აღებულ მიწაზე 55 000 დოლარის ღირებულების ალმასი იპოვეს

ინდოეთში, ბავშვობის მეგობრებმა, იჯარით აღებულ მიწაზე 55 000 დოლარის ღირებულების ალმასი იპოვეს

ცენტრალურ ინდოეთში, რეგიონში, სადაც ალმასებს მოიპოვებენ, ბავშვობის მეგობრებმა 55 000 დოლარის ღირებულების ალმასი იპოვეს.

  • სატიშ ხატიკ და საჯიდ მოჰამედი მიწის ნაკვეთზე, რომელიც რამდენიმე კვირის წინ იჯარით ჰქონდათ აღებული, შემთხვევით დიდ, მბზინავ ქვას წააწყდნენ.

როდესაც მათ ქვა ძვირფასეულობის შემფასებელთან მიიტანეს, შეიტყვეს, რომ ეს 15.34 კარატიანი ალმასი იყო.

"ქვის სავარაუდო საბაზრო ფასი დაახლოებით ხუთიდან ექვს მილიონ რუპიამდეა [55 000-66 000 აშშ დოლარი] და ის მალე აუქციონზე გაიყიდება“, - განუცხადა BBC Hindi-ს ძვირფასი ქვების შემფასებელმა ანუპამ სინგჰმა.

24 წლის ხატიკი ხორცის მაღაზიას ფლობს, 23 წლის მოჰამედი კი ხილს ყიდის. ორივე ღარიბი ოჯახიდანაა.

პანა, რომელიც მადჰია-პრადეშის შტატში მდებარეობს, ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად განვითარებული რაიონია.

მისი მაცხოვრებლები სიღარიბის, წყლის დეფიციტისა და უმუშევრობის წინაშე დგანან. თუმცა, ის ასევე ინდოეთის ალმასის რეზერვების უმეტესი ნაწილის სამშობლოა და ალმასის მაძიებლებისთვის მთავარ დანიშნულების ადგილს წარმოადგენს.

წყარო