ავტორი:

"ფული დღეს, ან სისხლი ხვალ... ეს ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ" - ტუსკი

"ფული დღეს, ან სისხლი ხვალ... ეს ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ" - ტუსკი

ევროკავშირის ლიდერებმა უნდა გადაწყვიტონ, ფული დღეს, ან სისხლი ხვალ, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

  • "დღეს მარტივი არჩევანი გვაქვს: ფული დღეს, ან სისხლი ხვალ. მე მხოლოდ უკრაინის შესახებ არ ვსაუბრობ. მე ევროპის შესახებ ვსაუბრობ. ეს ჩვენს გადაწყვეტილებას წარმოადგენს. ეს მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

შეგახსენებთ, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინის დაფინანსების საკითხს განიხილავენ. ერთ-ერთ ვარიანტად რეპარაციული სესხის გასაცემად ევროპაში გაყინული რუსული აქტივების გამოყენება განიხილება.