ავტორი:

"ქართველმა ხალხმა იმედი არ უნდა დაკარგოს, არცერთ პოლიტიკოსს არ შეუძლია გადაწყვეტილება ხალხის ნაცვლად მიიღოს" - ლატვიის პრემიერი

"ქართველმა ხალხმა იმედი არ უნდა დაკარგოს, არცერთ პოლიტიკოსს არ შეუძლია გადაწყვეტილება ხალხის ნაცვლად მიიღოს" - ლატვიის პრემიერი

ქართველმა ხალხმა იმედი არ უნდა დაკარგოს, - ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, ევიკა სილინამ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე „ევროსკოპის“ რედაქტორის შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.

  • მისი თქმით, თუ საზოგადოება ძლიერი დარჩება, წარმატებას მიაღწევს.

"ძალაუფლება ნებისმიერ ქვეყანაში, სულ მცირე ევროპაში მაინც, ხალხს ეკუთვნის და საქართველო ევროპაა. ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა იმედი ნამდვილად არ უნდა დაკარგოს. ჩვენ ყველამ, ისევე როგორც საქართველომ, საბჭოთა პერიოდი გამოვიარეთ და შემდეგ თავისუფლებას მივაღწიეთ, რადგან ეს ასე ხალხმა გადაწყვიტა. არცერთ პოლიტიკოსს არ შეუძლია, რომ გადაწყვეტილება ხალხის და საზოგადოების ნაცვლად მიიღოს. ამიტომ, თუ საზოგადოება ძლიერი დარჩება და იმედს არ დაკარგავს, მაშინ წარმატებას მიაღწევს. მე ამის მჯერა“, - განაცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა.