ავტორი:

"გაყინული რუსული აქტივების გამოყენების იდეა სისულელეა" - ორბანი

"გაყინული რუსული აქტივების გამოყენების იდეა სისულელეა" - ორბანი

გაყინული რუსული აქტივების გამოყენების იდეა სისულელეა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

  • „ომში ორი ქვეყანაა. ომში ევროკავშირი არ არის, ეს რუსეთი და უკრაინაა. ევროკავშირს სურს, რომ ერთ მეომარ მხარეს ფული წაართვას და მეორე მხარეს გადასცეს. ეს ომში ჩართვას ნიშნავს. ბელგიის პრემიერ-მინისტრი მართალია, ჩვენ ეს არ უნდა გავაკეთოთ“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

მისი თქმით, რუსული აქტივების გამოყენების საკითხი „მკვდარია“.

„მე მშვიდობისთვის ვმუშაობ. ჩვენ ნაბიჯები მშვიდობისკენ უნდა გადავდგათ და არა ომისკენ“, - აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.