საფრანგეთში, ანესთეზიოლოგს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა 30 პაციენტის განზრახ მოწამვლისთვის. ამ პაციენტებიდან 12 მოწამვლის შედეგად გარდაიცვალა.
"თქვენ ხართ ექიმი სიკვდილი, მკვლელი და ყველა ექიმს არცხვენთ. თქვენ კლინიკა სასაფლაოდ აქციეთ", - ასე მიმართა ექიმს სასამართლოზე პროკურორმა.
ფრედერიკის საქმე მას შემდეგ გახმაურდა, რაც ყურადღება მიიქცია 36 წლის პაციენტის, სანდრა სიმარდის ამბავმა. ხერხემლის ოპერაციის დროს სანდრას უეცრად გული გაუჩერდა, ის გადარჩა, თუმცა კომაში ჩავარდა. ანალიზებმა აჩვენა, რომ მის ორგანიზმში კალიუმის კონცენტრაცია მოსალოდნელზე 100-ჯერ მეტი იყო. ამის შემდეგ დაიწყო გამოძიება.
"მე ეს ადრეც მითქვამს და კიდევ ვიტყვი - მე ყოველთვის ვიცავდი ჰიპოკრატეს ფიცს“, - ამბობდა ანესთეზიოლოგი.
აღსანიშნავია, რომ გამოძიებისა და სასამართლო პროცესის განმავლობაში ის დაკავებული არ ყოფილა.