ავტორი:

ლეონარდო დიკაპრიომ განაცხადა, რომ "ტიტანიკი“ არასდროს უნახავს

ლეონარდო დიკაპრიომ განაცხადა, რომ "ტიტანიკი“ არასდროს უნახავს

ლეონარდო დიკაპრიომ განაცხადა, რომ 1997 წელს გადაღებული ფილმი „ტიტანიკი“ არასდროს უნახავს.

„არა, დიდი ხანია არ მინახავს“, - უპასუხა 51 წლის დიკაპრიომ ჯენიფერ ლოურენსის კითხვას ოთხშაბათს, Variety-ს გადაცემაში. მსახიობმა ისიც განმარტა, რომ თავის ნამუშევრებს თითქმის არასდროს უყურებს.

ოსკაროსანმა მსახიობმა აღიარა, რომ მხოლოდ ერთხელ, ნასვამ მდგომარეობაში უყურა 2013 წელს გამოშვებულ ფილმს “American Hustle.”

„მაინტერესებდა, კარგი მსახიობი ვიყავი თუ არა. ნასვამი ვიყავი, ამიტომ პასუხი არ მახსოვს" - თქვა დიკაპრიომ.

ლოურენსი და დიკაპრიო ადრე ერთად თამაშობდნენ Netflix-ის 2021 წლის ფილმში „Don't Look Up“. Hollywood Reporter-ის ცნობით, ისინი მარტინ სკორსეზეს საშინელებათა ფილმში „რა ხდება ღამით“ ერთად ერთად გამოჩნდებიან.

შეგახსენებთ, რომ ტიტანიკის პრემიერა 1997 წლის 19 დეკემბერს შედგა. ფილმმა 11 ოსკარი მოიპოვა, მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორობისთვის ჯეიმს კამერონს გადაეცა.

წყარო