საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, გიორგი კვერნაძე დაინიშნა. როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე ჩანს, იტალიური "ფროზინონეს" შემტევმა ხელი რჩეულს - ელენე სახიაშვილს რომში, ცნობილ ტრევის შადრევანთან სთხოვა.
"მან მკითხა, მე ვთქვი, დიახ", - წერს სთორიში გამოქვეყნებულ ფოტოზე ელენე.

"სამუდამოდ ჩემთან" - ვკითხულობთ კიდევ ერთ პოსტზე.

ელენე ასევე აქვეყნებს იმ ბეჭდის ფოტოსაც, რომელიც უკვე მოირგო.

როგორც გიორგი და ელენეს სოციალურ ქსელებიდან ჩანს, წყვილი კარგა ხანია ხვდება ერთმანეთს.



კვერნაძე "საბურთალოს“ აკადემიაში 9 წლის ასაკში შევიდა. კლუბის ასაკობრივ გუნდებში თამაშის შემდეგ იგი ეროვნული ლიგის სარეზერვო გუნდში გამოჩნდა და 18 წლისას დებიუტი ჰქონდა ძირითადი გუნდის შემადგენლობაში.
022 წლის 26 თებერვალს კვერნაძე სეზონის ბოლომდე იჯარით "თელავს“ შეუერთდა. უკვე 5 მარტს მან პირველი პროფესიონალური გოლი გაიტანა.
2023 წლის სეზონის დაწყებამდე ის ფოთის "კოლხეთს“ შეუერთდა, საიდანაც იჯარით "დინამო ბათუმში“ გადავიდა.
2023 წლის 3 ივლისს ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ იჯარით სერია A-ს გუნდ "ფროზინონეს“ ფეხბურთელი გახდა. დებიუტი ჰქონდა 11 აგვისტოს, როცა "პიზას“ წინააღმდეგ კოპა იტალიის მატჩში მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა. ერთი კვირის შემდეგ სერია A-შიც პირველად ითამაშა "ნაპოლისთან“ (1-3). სეზონში ჯამში 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
2024 წლის 2 ივლისს "ფროზინონემ“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ფეხბურთელთან ახალი ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
U19 ნაკრებში ათი მატჩის ჩატარების შემდეგ კვერნაძე საქართველოს U21 ნაკრებში ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ იქცა. ის მონაწილეობდა ევროპის 2025 ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ყველა შეხვედრაში, აგრეთვე ხორვატიასთან ორივე პლეი-ოფში, სადაც საქართველოს ახალგაზრდებმა პენალტებში გაიმარჯვეს. ეროვნულ ნაკრებში კვერნაძე მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ა.წ. სექტემბერში გამოიძახა.
2024 წლის 26 მარტს კვერნაძემ გაიტანა გიბრალტართან სტუმრად მოგებულ (2–0) მატჩში, ხოლო 5 სექტემბერს - მოლდოვასთან (3–0) შეხვედრაში.

