აზერბაიჯანიდან სომხეთში სატვირთო გადაზიდვები აქტიურად ხორციელდება მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მიმდინარე წლის ოქტომბერში ტრანზიტზე დაწესებული მრავალწლიანი შეზღუდვები მოხსნა.
როგორც ადგილობრივი მედია Trend-ი იუწყება, 18 დეკემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა სომხეთში ადგილობრივად წარმოებული საწვავის პირველი პარტია გაგზავნა.
კერძოდ, მედიის ცნობით, აზერბაიჯანიდან სომხეთში 22 სარკინიგზო ვაგონით 1 220 ტონა RON95 საავტომობილო საწვავი გაიგზავნა. ტვირთი აზერბაიჯანიდან სომხეთში საქართველოს გავლით ჩავა.
შეგახსენებთ, 7 დეკემბერს აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველო აზერბაიჯანული ნავთობის სომხეთში გატარებაზე საკმაოდ სოლიდურ თანხას ითხოვდა. გააგრძელეთ კითხვა