UFC-ის ჩემპიონი, ილია თოფურია პირადი ცხოვრების გარშემო ატეხილი სკანდალის ეპიცენტრშია. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მისი და ჯორჯინა უზკატეგუის დაშორების შესახებ, საზოგადოებაში უამრავი ჭორი გავრცელდა. 15 დეკემბერს სპორტსმენმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ყოფილ პარტნიორს მძიმე ბრალდებები წაუყენა.
ილია თოფურიას თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ის აუტანელი წნეხის ქვეშ იმყოფებოდა. სპორტსმენი აცხადებს, რომ მასზე ხორციელდებოდა შანტაჟი: ემუქრებოდნენ ძალადობის შესახებ ცრუ ბრალდებების გავრცელებით, თუ ის გარკვეულ თანხას არ გადაიხდიდა.
"ბოლო თვეებში გადავიტანე სიტუაციები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ჩემს სიმშვიდეს, ჩემს ოჯახს და ჩემს სახელს. მოვითმინე იმიტომ, რომ მინდოდა დამეცვა შვილები, რომლებიც ჩემი ცხოვრების მთავარი საყრდენია, მაგრამ მივხვდი, რომ დუმილი უკვე აღარ ნიშნავს დაცვას - ეს ნიშნავს სიცრუის დაჯერებას," - წერს თოფურია.
სპორტსმენის თქმით, მას აქვს ყველა საჭირო მტკიცებულება (აუდიოჩანაწერები, შეტყობინებები, ვიდეოები), რომლებიც ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა:
ყველა ეს მასალა უკვე გადაეცა სასამართლოს. "ვინც მიცნობს, იცის, რომ არასდროს მიძალადია არავისზე. ჩემი ღირებულებები პატივისცემა, დისციპლინა და პატიოსნებაა", - დასძენს ჩემპიონი.
ჯორჯინას ამ თემაზე საჯარო განცხადება არ გაუვრცელებია.
ესპანურ გადაცემაში El Programa de Ana Rosa ცნობილმა წამყვანმა, მანიუ მარლასკამ დაპირისპირების დამატებითი დეტალები გაახმაურა. მისი თქმით, ილიას განცხადება ერთგვარი "პრევენციული ნაბიჯია".
ჟურნალისტის თქმით, წყვილმა რამდენიმე თვის წინ დაიწყო დაშორების პროცესი.
“ჯორჯინა ცდილობს, ილიას მხრიდან სავარაუდო გენდერულ ძალადობაზე მიანიშნოს [საზოგადოებას]" - ამბობს მარლასკა. მისი განმარტებით, ილია კარგად ფარავს თავის კვალს, აკეთებს განცხადებას, რომ აქვს ჩანაწერები, ფლობს შეტყობინებებს და მიანიშნებს, რომ ეს ყველაფერი უფრო ხელსაყრელი განშორების უზრუნველყოფის სტრატეგიაა, რომ ის [ჯორჯინა] მისგან ფულს ითხოვს.
“ამ განცხადებას აკეთებს იმის სათქმელად, - ფრთხილად იყავით, მომავალში შეიძლება სასამართლო პროცესები იყოსო", - ამბობს ჟურნალისტი.
დასასრულ მანუ მარლასკამ აღნიშნა, რომ "ჯორჯინას ადვოკატის პოვნა უჭირს“.
ჯერჯერობით, ჯორჯინას კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ სოციალურ მედიაში ილიას მიერ გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ, საზოგადოების დიდი ნაწილი მას აკრიტიკებს.

შეგახსენებთ, რომ წყვილის ურთიერთობაში ბზარი პირველად სექტემბერში გაჩნდა, როდესაც მათ ერთმანეთს სოციალურ ქსელში გამოწერა გაუუქმეს, მოდელმა კი საერთო ფოტოები წაშალა. ნოემბერში თოფურიამ დაადასტურა, რომ რთულ პერიოდს გადიოდა და ამის გამო 2025 წლის პირველ კვარტალში ბრძოლასაც არ აპირებდა.
ილია თოფურია და ჯორჯინა უზკატეგუი ოთხი წლის განმავლობაში იყვნენ ერთად და მათ საერთო ქალიშვილი ჰყავთ.
წაიკითხეთ ასევე: