ავტორი:

"10:30 საათისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად და დილის 08:00 საათზე მაისურით გამომდგეს" - ზურაბ ჯაფარიძე

"10:30 საათისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად და დილის 08:00 საათზე მაისურით გამომდგეს" - ზურაბ ჯაფარიძე

"კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ის პენიტენციური დაწესებულების დატოვებას 10:30 საათისკენ ელოდა, თუმცა დაწესებულება 08:00 საათზე დაატოვებინეს.

"რამდენიმე დღის წინ მითხრეს, რომ სადღაც 10:30 საათისთვის უნდა ვყოფილიყავი მზად გასასვლელად და ისე მოხდა, რომ დილის 08:00 საათზე მაისურით გამომდგეს გარეთ, სადაც ცოცხალი არსება არ იყო. ტაქსით იყო ერთი ადამიანი გაჩერებული და იმან გამათბო ცოტა ხანი, იმის მობილურით დავუკავშირდი მეუღლეს და მერე ჩემი მეგობარი მოვიდა. უცნაური განცდა მაქვს ახლა“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანია "მთავართან" საუბარში.

მისივე თქმით, ის დღეს რუსთაველის გამზირზე მისვლას გეგმავს.

„ერთადერთი რისი საშუალებაც მქონდა იყო ინფორმაცია, რომელსაც ტელევიზორიდან ვიღებდი. სოცქსელებთან წვდომა არ მქონდა. ადვოკატები ხანდახან რაღაცას მიყვებოდნენ. მე კი მეყოფა თავხედობა ეგრევე ჭკუის სწავლება დავიწყო და დავიწყო მოყოლა რა არის გასაკეთებელი, მაგრამ თავს შევიკავებ. ჯერ შეხვდები, დაველაპარაკები და დრო დამჭირდება იმისთვის, რომ ვიღაცებს დაველაპარაკო, მოვისმინო, ვინ რას ფიქრობს. საბოლოოდ, მერე მოვყვები, ჩემი აზრით, რა არის სწორი, რისი გაკეთებაა სწორი და როგორ უნდა გაკეთდეს ეს ყველაფერი. ვეცდები, რომ გავაკეთო მანამ, სანამ დამაცდიან, რომ გარეთ ვიყო.

რაც შეეხება ჩემ წინააღმდეგ აღძრულ ახალ საქმეს, მასკარადი იქნება. თვითონ პროცესი ნაკლებად მნიშვნელოვანია, უფრო მნიშვნელოვანია ის რამდენ ხანს დაგვაცდიან გარეთ ყოფნას. ჩემ შემდეგ უნდა გამოვიდეს, ელენე ხოშტარია, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია. ამ ხალხს რამდენ ხანს დაგვაცდიან გარეთ ყოფნას, ეს არის მნიშვნელოვანი, რის გაკეთებას მოვასწრებთ.

ამ წუთას გზავნილი არის ცხადი, გამოგვიშვებენ ცოტა ხანი, ამ განცდას, რა განცდაც მე მაქვს ღია სივრცეს რომ ვხედავ და უცნაური განცდები რომ მაქვს თავისუფლების შეგრძნების, ამის საშუალებას მოგვცემენ, რომ ეს შევიგრძნოთ, მერე მოგვცემენ საშუალებას ან გავჩუმდეთ და გავჩერდეთ ან ქვეყნიდან წავიდეთ, ყოველ შემთხვევაში, ბრძოლა არ უნდა გავაგრძელოთ. ამას ვერ მიიღებენ ვერცერთი ჩვენგანისგან, ამის მერე რას გადაწყვეტენ არ ვიცი. ალბათობა იმის, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც აქტიური იქნება და ვინც ბრძოლას გააგრძელებს დაიჭირონ, არის ძალიან მაღალი. მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა გრძელდება, პროტესტი არსებობს, უამრავი ადამიანი აგრძელებს ამ ბრძოლას მიუხედავად ყველაფრისა, რაც გამოვიარეთ ყველამ ერთად. მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი რაღაცისთვის. ვიღაცებს დაიჭერენ, ვიღაცებს სცემენ, დააჯარიმებენ, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი გაგრძელდეს და გასაგები იყოს გზა როგორ მივდივართ გამარჯვებამდე. ვაპირებ რუსთაველზე მისვლას დღეს“,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. ის საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად იყო დაბარებული, სადაც არ გამოცხადდა. ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. ის საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად იყო დაბარებული, სადაც არ გამოცხადდა. ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

იხილეთ ასევე: