სპორტული სამყარო შოკშია: NASCAR-ის ლეგენდარული მრბოლელი, 55 წლის გრეგ ბიფლი, მისი მეუღლე კრისტინა და მათი ორი შვილი - 14 წლის ემა და 5 წლის რაიდერი, ჩრდილოეთ კაროლინაში მომხდარ ავიაკატასტროფას ემსხვერპლნენ. სულ დაღუპულია 7 ადამიანი.
სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს შემზარავი მომენტი, როდესაც Cessna C550 ტიპის თვითმფრინავი სტეიტსვილის რეგიონალურ აეროპორტში მიწას ეჯახება და წამებში ცეცხლოვან ბურთად იქცევა.
რა გახდა ტრაგედიის მიზეზი?
ფრენის მონაცემები აჩვენებს, რომ თვითმფრინავი ფლორიდისკენ მიფრინავდა, თუმცა აფრენიდან მალევე მან მკვეთრი წრე გააკეთა და უკან, აეროპორტში დაბრუნება სცადა. სპეციალისტების ვარაუდით, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ სერიოზული ტექნიკური გაუმართაობა შეექმნა.

„ის ფაქტი, რომ მათ აფრენისთანავე წრე დაარტყეს და აეროპორტში დაბრუნებას ცდილობდნენ, მეუბნება, რომ მათ ჰაერშივე შეექმნათ პრობლემა,“ - აცხადებს მეტეოროლოგი ბრედ პანოვიჩი.
NASCAR-ის ვარსკვლავები და ოჯახის წევრები - ვინ იყვნენ მსხვერპლნი?
ბიფლების ოჯახის გარდა, ბორტზე იმყოფებოდა NASCAR-ის კიდევ ერთი ვარსკვლავი კრეიგ უოდსვორთი, ასევე მამა-შვილი დენის და ჯეკ დატონები. ჯერჯერობით უცნობია, ვინ მართავდა თვითმფრინავს, თუმცა ცნობილია, რომ თავად გრეგ ბიფლი გამოცდილი პილოტი იყო.
გრეგ ბიფლი, რომელსაც რბოლის სამყაროში "The Biff"-ის სახელით იცნობდნენ, NASCAR-ის ჩემპიონი და მილიონობით გულშემატკივრის რჩეული იყო. თუმცა, როგორც ახლობლები იხსენებენ, ის მხოლოდ სპორტით არ ცხოვრობდა.

გმირული საქციელი სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრეაშშ-ის კონგრესმენმა რიჩარდ ჰადსონმა დაღუპულების ოჯახს მიუსამძიმრა და გაიხსენა, რომ გრეგმა და კრისტინამ ასობით სამაშველო მისია შეასრულეს ჩრდილოეთ კაროლინაში ქარიშხალი „ჰელენის“ შემდეგ.
„გრეგი დიდი ჩემპიონი იყო, მაგრამ ის განსაკუთრებული ადამიანიც გახლდათ. ის ისტორიაში დარჩება არა მხოლოდ სითამამით ტრასაზე, არამედ სხვების დახმარებითაც,“ - განაცხადა ჰადსონმა.
ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე...
დაღუპულ მრბოლელს მეუღლე კრისტინა გროსუსთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. ტრაგედიამდე 24 საათით ადრე კრისტინამ "ინსტაგრამზე" ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: „დღეს დატვირთული დღეა“. ბიფლების ოჯახი მეგობრებთან სტუმრად მიფრინავდა, თუმცა დანიშნულების ადგილამდე მათ მხოლოდ რამდენიმე კილომეტრი დააკლდათ.
ამ დროისთვის ავიაციის ფედერალური სამმართველო (FAA) და ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო (NTSB) მომხდარს იძიებენ.