გაყინული რუსული აქტივების გამოყენება თავიდანვე ჩავარდნილი იდეა იყო, რადგან ის იურიდიულად უსაფუძვლოა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
"ეს ნაბიჯი ომის გამოცხადებას ნიშნავდა. ჩვენ ერთობლივი სესხის აღების წინადადების წინააღმდეგიც ვიყავით, მაგრამ მოვახერხეთ გამოსავლის პოვნა უარის თქმის უფლების უზრუნველყოფით. დღევანდელი დღე უნგრეთისთვის დიდი წარმატება იყო“, - აღნიშნა ორბანმა.
შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერები ევროპული საბჭოს სხდომაზე უკრაინისთვის რეპარაციის სესხის გამოყოფაზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქვეყანას, ევროკავშირის კაპიტალის ბაზრებზე სესხის აღების გზით, 2026-2027 წლებში 90 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსებას გამოუყოფენ. რეპარაციის სესხის მსგავსად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინა სესხს მხოლოდ რეპარაციების მიღების შემდეგ დაფარავს. დაფინანსებაში მონაწილეობას არ მიიღებენ უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი.
წაიკითხეთ ასევე: