ავტორი:

ემიგრანტი ნატატო გიორგაძე წერს, რომ აშშ-ში ლაშა ღლონტის ერთი კონცერტი პროტესტის გამო ჩაიშალა, მეორე - ვიწრო წრეში ჩატარდა -  მომღერალი ამას უარყოფს: "სავსე იყო დარბაზი"

ემიგრანტი ნატატო გიორგაძე წერს, რომ აშშ-ში ლაშა ღლონტის ერთი კონცერტი პროტესტის გამო ჩაიშალა, მეორე - ვიწრო წრეში ჩატარდა -  მომღერალი ამას უარყოფს: "სავსე იყო დარბაზი"

ქართულ დიასპორაში ბოლო დროს დაწყებული აქტიური პროტესტი, რომელიც სამშობლოდან ჩასული არტისტების მიმართ არის მიმართული, ახალ ეტაპზე გადადის. გერმანიასა და საბერძნეთში განვითარებული მოვლენების შემდეგ, ამჯერად ყურადღების ცენტრში ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული ღონისძიებები მოექცა.

  • ემიგრანტების პოზიცია და "ჩაშლილი საღამოს" ვერსია

ემიგრანტმა ნატატო გიორგაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომელიც მომღერალ ლაშა ღლონტის ამერიკულ გასტროლს შეეხება. მისი განცხადებით, საზოგადოებრივი პროტესტის გამო, დაგეგმილი საღამო ისეთი მასშტაბით ვერ შედგა, როგორც ეს თავიდან იყო ჩაფიქრებული.

"ამერიკაში ლაშა ღლონტის საღამო ჩაიშალა, ჩვენი პროტესტის შემდეგ, ხალხი არ მივიდა, მაგრამ რესტორანმა Assaia-მ მაინც ამღერა, მხოლოდ ვიწრო წრეში! ხედავთ კადრში ხალხის რაოდენობას, არადა ანშლაგი უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ შედგა ეს საღამო, შესაბამისად, რესტორანს რეკლამის წაშლაც მოუწია და ჯგუფებიდან პოსტების აღებაც! ისევ რჩევას მოგცემთ და გაითვალისწინეთ - "ქოცები" ემიგრაციაში ვერ იტაშფანდურებთ!", - ნათქვამია ნატატო გიორგაძის პოსტში.

ემიგრანტების ნაწილი მიიჩნევს, რომ იმ არტისტების ვიზიტები, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებში არიან ჩართულნი ან დუმილს არჩევენ, მათთვის მიუღებელია.

  • ლაშა ღლონტის პასუხი: "დარბაზი სავსე იყო"

"ბრალდებებთან დაკავშირებით Ambebi.ge ლაშა ღლონტს დაუკავშირდა. მომღერალი კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას კონცერტის ჩაშლის შესახებ და აცხადებს, რომ ორივე დაგეგმილი გამოსვლა სრული ანშლაგით ჩატარდა:

" სიცრუე ვრცელდება, დარბაზი იყო სავსე. მაშინ თუ ჩაიშალა დროზე ეთქვათ, ორი კვირის შემდეგ რომ იძახიან, არ არის სწორი ინფორმაცია, სავსე იყო დარბაზი "სოლდ აუთი“ იყო ორივე კონცერტზე. პირველს ესწრებოდა 150 კაცი, მეორეს - 40, რადგან იმ დარბაზში მეტი ფიზიკურად არ ეტეოდა.

ასეთი დეზინფორმაციის გავრცელება როგორ შეიძლება, ხალხი ხომ ესწრებოდა ამ კონცერტს. სავსე იყო დარბაზი და პირველი კონცერტის შემდეგ მეორეს დამატებასაც აპირებდნენ, მე ვთქვი უარი. მეორე კონცერტი კი ვიწრო წრეში ჩატარდა.

კიდევ ვიმეორებ სავსე იყო, ადგილი არ იყო. მეორე კონცერტზე იმიტომ იყო ცოტა ხალხი, რომ ფიზიკურად მეტი არ ეტეოდა (რომლის კადრებიც სოციალურ ქსელში ნატატო გიორგაძემ გაავრცელა - ავტ.) ეს მეორე დაგეგმილი არც იყო, ისე ჩატარდა.

კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ, რომ ეს არის სიცრუე და მეტი არაფერი. ჩატარდა ორი კონცერტი და ორივე იყო რესტორანში. პირველი დიდი რესტორანია და 150 კაცამდე ეტევა, სავსე იყო ადგილი არ იყო. მეორეში ეტევა 40 კაცი და და ესწრებოდა 40. თუ ჩაიშალა, ეს კონცერტი 5 დეკემბერს ჩატარდა და მაშინ რატომ არ დაწერა, ორი კვირის მერე რომ ავრცელებს ინფორმაციას.

ემიგრანტებს ძალიან ვუყვარვარ და რომ ვუყურებ, ძალიან ბევრი მიცავს. გული გეტკინება ადამიანს ტყუილს რომ ავრცელებენ, თორემ მეტი კი არაფერი."

  • აქვე ლაშა ღლონტმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ პოლიტიკურ ბრალდებებსა და საახალწლო კონცერტზე გამოსვლაზე კომენტარი არ უნდა.

წაიკითხეთ ასევე: