საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროპას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან პირდაპირ დიალოგში ჩართვა მოუწევს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
"მიმდინარე მოლაპარაკებებში ან მიღწეული იქნება ხანგრძლივი მშვიდობა, ან ვიპოვით გზებს, რათა ევროპელებმა ხელახლა დაიწყონ დიალოგი რუსეთთან - გამჭვირვალობისა და უკრაინასთან თანამშრომლობის გზით. ვლადიმერ პუტინთან საუბარი კვლავ სასარგებლო იქნება,“ - აღნიშნა მაკრონმა.
მისი თქმით, მიაჩნია, რომ როგორც ევროპელების, ასევე უკრაინელების ინტერესებშია სწორი ჩარჩოს პოვნა ამ დისკუსიის ხელახლა დასაწყებად. საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროპელებმა ამის გაკეთების საშუალებები უახლოეს კვირებში უნდა იპოვონ.