ავტორი:

რა აცვიათ ცნობილი ადამიანების შვილებს - რატომ ირჩევენ ვარსკვლავური მშობლები Carter’s-ს

რა აცვიათ ცნობილი ადამიანების შვილებს - რატომ ირჩევენ ვარსკვლავური მშობლები Carter’s-ს

როდესაც საქმე ბავშვის სამოსს ეხება, სელებრითი მშობლებიც კი, რომლებსაც წვდომა აქვთ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მოდის სახლებთან, ხშირად უბრუნდებიან იმას, რაც გამოცდილი და სანდოა. პაპარაცულ ფოტოებსა თუ სოციალურ ქსელებში ხშირად ვხედავთ ვარსკვლავების შვილებს, რომლებსაც არა დიზაინერული ბრენდები, არამედ ყველასთვის საყვარელი ბრენდის, Carter’s-ის პრაქტიკული და კომფორტული სამოსი აცვიათ.

ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან ჰილარი დაფი, ჯესიკა ალბა, ბიონსე და კაილი ჯენერი, ხშირად ანიჭებენ უპირატესობას Carter’s-ის რბილ ბოდეებსა და საღამურებს. კაილი ჯენერმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა კიდეც, რომ მისი შვილებისთვის ბუნებრივი ბამბისგან დამზადებული სამოსი ყველაზე მოსახერხებელია ყოველდღიური მოხმარებისთვის.

კიმ კარდაშიანისა და კანიე ვესტის შვილები

მიუხედავად იმისა, რომ ეს ოჯახი მოდის ინდუსტრიის ცენტრშია, მათი პატარები: ნორთი, სეინტი, ჩიკაგო და ფსალმი ხშირად ატარებენ სადა, ბამბის საღამურებს და კომფორტულ კომპლექტებს, რაც მათ თავისუფლად მოძრაობისა და მშვიდი ძილის საშუალებას აძლევს.

ბიონსესა და ჯეი-ზის შვილები: ბლუ აივი, რუმი და სერი ხშირად ჩნდებიან ბუნებრივი ქსოვილებისგან დამზადებულ, ფერად და ხალისიან სამოსში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ხარისხი და კომფორტი პრიორიტეტულია ნებისმიერი მშობლისთვის.

ჰილარი დაფი ხშირად აცმევს თავის შვილებს Carter’s-ის ფერად ბოდეებსა და პიჟამოებს.

ჯესიკა ალბას შვილები არაერთხელ შეუნიშნავთ ამ ბრენდის ყოველდღიურ ტანსაცმელში. ჯესიკა ალბა ცნობილია თავისი პრაქტიკული მიდგომით შვილების აღზრდისას. ის ხშირად ირჩევს Carter’s-ის სამოსს თავისი შვილებისთვის - ონორისა და ჰევენისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ყოველდღიურ, კომფორტულ ტანსაცმელს ეხება.

Carter’s – მშობლების ნდობის სიმბოლო 160 წელზე მეტია

უცვლელი კომფორტი, უსაფრთხო ქსოვილები და ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე ზრუნვა ის ძირითადი პრინციპებია, რომლებმაც ბრენდი Carter’s მშობლების ნდობის სიმბოლოდ აქცია. უკვე 160 წელზე მეტია, რაც ბრენდი სთავაზობს ტანსაცმელს, რომელიც მორგებულია პატარების ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და მშვიდ ძილზე - ყველა იმ საჭიროებაზე, რომლებიც ბავშვის განვითარების საწყის ეტაპზე გადამწყვეტ როლს თამაშობს.

ბრენდი პასუხისმგებლობას გრძნობს ბავშვების საერთო კეთილდღეობაზე და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს:

  • ეკო-მეგობრულ და უსაფრთხო წარმოებას;
  • ბუნებრივი მასალების გამოყენებას;
  • მშობლების ყოველდღიური რუტინის გამარტივებას.

ეს მიდგომა ქმნის პროდუქტს, რომელიც არა მხოლოდ პრაქტიკული და გამძლეა, არამედ მშობლებისთვის სიმშვიდის განცდასაც უზრუნველყოფს.

ჰიპოალერგიული ბამბა – სუნთქვადი და რბილი კანი

Carter’s-ის ბავშვის ტანსაცმელში მთავარი ადგილი უკავია ბამბას, ბუნებრივ მასალას, რომელიც იდეალურად ერგება მგრძნობიარე ბავშვის კანს. ბრენდის მიერ გამოყენებული ჰიპოალერგიული ბამბა:

  • არ იწვევს გაღიზიანებას;
  • საშუალებას აძლევს კანს ისუნთქოს;
  • რჩება რბილი მრავალი რეცხვის შემდეგ;
  • სრულიად უსაფრთხოა ახალშობილებისთვისაც კი.

Carter’s-ის ბამბა გადის სპეციალურ დამუშავებას, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს ქიმიური ნარჩენების რაოდენობას და მაქსიმალურად იცავს ბავშვის კანს. სწორედ ამიტომ, ბრენდის საღამურები და ყოველდღიური ტანსაცმელი არის რბილი, ფუმფულა და სასიამოვნო შეხებისას.

Carter’s-ის მაგია დეტალებში იმალება: უსაფრთხო ქსოვილებში, გააზრებულ დიზაინსა და ბავშვის საჭიროებებისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებაში. სწორად შერჩეული ტანსაცმელი არამხოლოდ ლამაზია, არამედ ბავშვის ჯანმრთელობის, ემოციური სიმშვიდისა და ჰარმონიული განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.

სწორედ ამიტომ, Carter’s უკვე საუკუნენახევარზე მეტია მშობლებისთვის სანდო არჩევანია და ბავშვობის ნაზ, დაცულ და ბედნიერ სამყაროს ქმნის.

Carter’s-ის ფილიალები:

  • გალერეა თბილისი
  • სითი მოლი საბურთალო
  • სითი მოლი გლდანი
  • გლდანი მოლი
  • თბილისი მოლი
  • ისთ ფოინთი
  • ბათუმი – გრანდ მოლი
  • ქუთაისი - რუსთაველის N4

R