ავტორი:

NASA-მ ვულკანების მონიტორინგის ახალ მეთოდს მიაგნო - როგორც აღმოჩნდა, კატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე, ბუნება სიგნალებს იძლევა: რა აღმოაჩინეს მკვლევრებმა

NASA-მ ვულკანების მონიტორინგის ახალ მეთოდს მიაგნო - როგორც აღმოჩნდა, კატასტროფამდე რამდენიმე დღით ადრე, ბუნება სიგნალებს იძლევა: რა აღმოაჩინეს მკვლევრებმა

მეცნიერებმა ვულკანების მონიტორინგის სრულიად მოულოდნელ მეთოდს მიაგნეს - როგორც ირკვევა, ბუნება კატასტროფის მოახლოების შესახებ ნიშნებს თავადვე გვაძლევს. NASA-ს ბოლო კვლევა ადასტურებს, რომ ხეების ფერისა და ფოთლების მდგომარეობის ცვლილებით შესაძლებელია ვულკანის ამოფრქვევის წინასწარმეტყველება.

მცენარეები, როგორც "ცოცხალი დეტექტორები"

ვულკანური აქტივობის დაწყებამდე, მთის სიღრმიდან ნიადაგში დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგი (CO2) გამოიყოფა. სწორედ აქ იწყება ყველაზე საინტერესო პროცესი: მცირე დოზით ეს გაზი მცენარეებისთვის ერთგვარი "საკვებია", რაც მათ უჩვეულო ქცევას განაპირობებს.

რა იცვლება?

ამოფრქვევამდე რამდენიმე კვირით ან თვით ადრე, ვულკანის გარშემო არსებული ტყე უფრო მეტად მწვანდება, ფოთლები კი ჩვეულებრივზე ხშირი და აყვავებული ხდება.

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? - ბევრი ვულკანი მიუვალ ადგილას მდებარეობს, სადაც აპარატურის დამონტაჟება რთულია. თანამგზავრებს კი კოსმოსიდან მარტივად შეუძლიათ შეამჩნიონ ხეების ფერის ცვლილება და საფრთხის შესახებ სიგნალი დროულად მოგვცენ.

გადარჩენილი 56 000 ადამიანის მეთოდი მხოლოდ თეორია არ არის. 2018 წელს, ფილიპინებზე, ვულკან მაიონის ამოფრქვევამდე ერთი თვით ადრე, გაზების ემისიის ზრდა დაფიქსირდა. ამ ნიშნების წყალობით, ხელისუფლებამ 56 000 ადამიანის ევაკუაცია მოასწრო. როდესაც ვულკანმა გაიღვიძა, მიმდებარე ტერიტორია უკვე ცარიელი იყო, რამაც უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა.

  • საფრთხე იელოუსტოუნიდან

მეცნიერები განსაკუთრებულ ყურადღებას იელოუსტოუნის სუპერვულკანს უთმობენ. სპეციალისტების ვარაუდით, მისი გაღვიძების ალბათობა 2100 წლამდე 16%-ია. ასეთი მასშტაბის საფრთხის პირობებში, ხეების "ქცევაზე" დისტანციური დაკვირვება შესაძლოა კაცობრიობისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

პროექტ AVUELO-ს მკვლევრები ახლა სპეციალურ ინდექსს (NDVI) იყენებენ, რომელიც კოსმოსიდან მცენარეების სიმკვრივეს ზომავს. მათი თქმით, ეს მეთოდი საშუალებას გვაძლევს, "ვესაუბროთ" ბუნებას და გავიგოთ ის, რასაც ტრადიციული ხელსაწყოები ხშირად ვერ აფიქსირებენ.