19 წლის ბელა მეი ქალიმ, საქართველოს ციხიდან გათავისუფლების შემდეგ შვილი გააჩინა. მან TikTok-ზე განაცხადა, რომ 24 ნოემბერს ბიჭი შეეძინა.
ციხეში რთული საწყისი პერიოდის შემდეგ, იგი დედათა და ბავშვთა სპეციალურ განყოფილებაში გადაიყვანეს. ქალიშვილის გათავისუფლების შემდეგ, მშობლებმა ბელას შესთავაზეს, რომ შვილისთვის თავისი ადვოკატის, მალხაზ სალაყაიას სახელი დაერქმია.

ცნობისთვის, ბელა მეი კალი თბილისის აეროპორტში, 10 მაისს დააკავეს. შემოწმებისას, მის სამგზავრო ჩანთაში, 12 კილოგრამამდე "მარიხუანა" და 2 კილოგრამი "ჰაშიში" აღმოაჩინეს.
ისინი ჰერმეტულად დაფასოებულ პაკეტებში იყო გადანაწილებული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის 4-ე ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა“ ქვეპუნქტით და 273 პრიმა მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობდა, რაც 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას გულისხმობს.
წაიკითხეთ ასევე: