უკრაინისთვის რუსული აქტივებით უზრუნველყოფილი სესხის გაცემა ევროკავშირის ქვეყნების სავალო ვალდებულებების ზრდას გამოიწვევს, რომლებსაც ისედაც საბიუჯეტო პრობლემები აქვთ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირში რუსული აქტივების მოპარვამ, შესაძლოა, თანამედროვე ფინანსური მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტურ საფუძვლებთან დაკავშირებული პირდაპირი დანაკარგები გამოიწვიოს.
„იმიჯის დაკარგვის გარდა, შესაძლოა, თანამედროვე ფინანსური მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტურ საფუძვლებთან დაკავშირებული პირდაპირი დანაკარგებიც იყოს და რაც მთავარია, რაც არ უნდა მოიპარონ, როგორც არ უნდა გააკეთონ ეს, საბოლოოდ ანაზღაურება მოუწევთ“, - განაცხადა პუტინმა.
მისი მტკიცებით, რუსეთი თავის ინტერესებს, პირველ რიგში, სამართლებრივი გზით დაიცავს.
„ჩვენ დავიცავთ ჩვენს ინტერესებს. სად პირველ რიგში? სასამართლოში. ჩვენ ვეცდებით ვიპოვოთ ისეთი იურისდიქცია, რომელიც დამოუკიდებელი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილებებისგან“, - განაცხადა პუტინმა.
წაიკითხეთ ასევე: