ავტორი:

სპარსეთის ყურეში, კუნძულის სანაპირო წვიმის შემდეგ წითლად შეიფერა - რამ გამოიწვია ეს

სპარსეთის ყურეში, კუნძულის სანაპირო წვიმის შემდეგ წითლად შეიფერა - რამ გამოიწვია ეს

სპარსეთის ყურეში, ირანთან ახლოს მდებარე ჰორმუზის კუნძულის სანაპირო წვიმის შემდეგ წითლად შეიფერა. ამბობენ, რომ ეს ფენომენი გამოწვეულია კუნძულის ნიადაგში არსებული მაღალი რკინის ოქსიდის შემცველობით, რაც ქვიშას წითელ ფერს აძლევს.

„გოლაკი“, როგორც ადგილობრივები ეძახიან, ახლომდებარე წყალთან შეხებისთანავე წითლდება.

კუნძულზე რამდენიმე ათასი მოსახლე ცხოვრობს, ზოგჯერ მას „ცისარტყელას კუნძულსაც“ უწოდებენ. ეს სახელი ფერადი მინერალური ნიადაგის წყალობით მიიღო, რომლებიც კიდევ უფრო ინტენსიურ წითელ ელფერს ქმნის იმ ადგილებში, სადაც ეროზია ძლიერია.

ჰემატიტი რკინის ოქსიდის გავრცელებული მინერალია, რომელიც სპეციალურად ქმნის ამ მომაჯადოებელ ფერს - ის ასევე პასუხისმგებელია მარსის წითელ ლანდშაფტზე. დაუმუშავებელ ჰემატიტს ხშირად მოწითალო ფერი დაკრავს, რის გამოც ინდუსტრიალურ წარმოებაში მას ხშირად იყენებენ წითელ პიგმენტად.

კუნძულის უნიკალური ქიმიური შემადგენლობა მილიონობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა და შეიცავს ფიქლის, თიხის, ვულკანური ქანების და 70-ზე მეტი მინერალის ფენებს.

ეს პატარა კუნძული მსოფლიოში ერთადერთი ადგილი არ არის, სადაც „სისხლიანი წვიმა“ უნახავთ - აგვისტოში, ისრაელში გალილეის ზღვა გაწითლდა, რამაც ადგილობრივები პანიკაში ჩააგდო.

საბოლოოდ, ისრაელის გარემოს დაცვის სამინისტრომ წითელი ზღვის წარმოშობა მტკნარი წყლის ტბაში მწვანე წყალმცენარეების ყვავილობას მიაწერა.

წყარო