დღეს კოალიცია "ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საპატიმრო დატოვა. საზოგადოებამ ნახა ზურასა და მისი ოჯახის შეხვედრის კადრები. ამ თემას სოციალურ ქსელში არაერთი პოსტი და კომენტარი მოჰყვა.
თემას ეხმიანება თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი:
"ზურას ბავშვებთან და ნატასთან შეხვედრის ვიდეო ვნახე ეხლა ზოგადად მყარი ნერვული სისტემა მაქვს და იშვიათად ვტირი, მაგრამ აი თავს ვერ ვიკავებ ამ ბავშვების გამო რატომ, რატომ უნდა აღმოჩნდეს წესიერი კაცის ბავშვი ასეთ მდგომარეობაში?
ეს ტრაგედია რატომ უნდა გამოიაროს? თავად 4 შვილის მამამ რატომ უნდა გაიმეტო სხვისი შვილები ამგვარი განსაცდელისთვის? რატომ?" - წერს ხიდაშელი.
ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. ის საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად იყო დაბარებული, სადაც არ გამოცხადდა. ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.