ავტორი:

მატილდას მორიგი მიღწევა - Models.com-ის გამოკითხვაში, "ქუჩის სტილის" კატეგორიაში, მკითხველის რჩეულ მოდელად დასახელდა

მატილდას მორიგი მიღწევა - Models.com-ის გამოკითხვაში, "ქუჩის სტილის" კატეგორიაში, მკითხველის რჩეულ მოდელად დასახელდა

მატილდა გვარლიანი Models.com-ის რეიტინგში, ე.წ. ქუჩის სტილის კატეგორიაში მკითხველის რჩეული, გამარჯვებული გახდა.

აღსანიშნავია, რომ მატილდა წლის მოდელის კატეგორიაში, მკითხველის რჩეულთა შორის, მეორე ადგილზე გავიდა. პირველი ადგილი კი ცნობილმა ტოპ მოდელმა ანოკ იაიმ დაიკავა.

მატილდა გვარლიანი უდავოდ არის ყველა დროის ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელი. მიმდინარე წელს მას განსაკუთრებით დიდი მიღწევები ჰქონდა.

მის გარეშე უკვე წარმოუდგენელია მსოფლიოს მოდის მთავარი კვირეულები და ინდუსტრიის მამოძრავებელი ბრენდების კოლექციების ჩვენებები. მატილდა გადაიღეს არაერთ სარეკლამო კამპანიაში, ის გამოვიდა Victoria's Secret-ის შოუზე და გამოჩნდა მოდის ინდუსტრიის ჟურნალების გარეკანზე.