ავტორი:

ქვეითი, რომელსაც თელავში ავტომობილი დაეჯახა, კლინიკაში გარდაიცვალა

ქვეითი, რომელსაც თელავში ავტომობილი დაეჯახა, კლინიკაში გარდაიცვალა

თელავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ "მთავარი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.

  • მათივე ცნობით, გარდაცვლილი 65 წლის ლევან დალაქიშვილია.

შემთხვევა 3 დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს იმ დროს დაეჯახა, როდესაც ის გზის გადაკვეთას ცდილობდა.