ავტორი:

ერთი წლის ერეკლეს ჩვენი დახმარება სჭირდება - ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ პატარას მშობლებს 10 წლის ნანატრი შვილის გადარჩენაში

ერთი წლის ერეკლეს ჩვენი დახმარება სჭირდება - ჩვენ შეგვიძლია, დავეხმაროთ პატარას მშობლებს 10 წლის ნანატრი შვილის გადარჩენაში

ერთი წლის ერეკლე აბრამიშვილს, რომლის დაბადებასაც მშობლები ათი წელი ელოდნენ, ჩვენი დახმარება სჭირდება.

ცოტა ხნის წინ ბავშვს დაუსვეს მძიმე დიაგნოზი. თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნე.

4 ნოემბერს, საკუთარ დაბადების დღეზე, პატარა ერეკლეს თურქეთში ჩაუტარდა ოპერაცია - მარცხენა თირკმლის ამოკვეთა გახდა საჭირო.

ამ ეტაპზე ბავშვი თურქეთის კლინიკაშია და ქიმიოთერაპიის კურსს გადის.

მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ერეკლეს აქვს ანირიდია. იშვიათი დაავადება, რაც დაკავშირებულია მხედველობის პრობლემებთან.

ექიმების რეკომენდაციით სასწრაფოდ საჭიროა რქოვანას გადანერგვა, რათა თვალი და ისედაც სუსტი მხედველობა სრულად არ დაიკარგოს. ქიმიოთერაპიის სრული კურსის დასრულების შემდეგ რქოვანას გადანერგვის ოპერაცია შეიძლება უშედეგო აღმოჩნდეს.

ოპერაცია დაგეგმილია ორშაბათს, 22 დეკემბერს, თურქეთის კლინიკაში, (ქიმიოთერაპიის მორიგი კურსის დაწყებამდე შუალედში), რისთვისაც 30 000 დოლარია საჭირო. გთხოვთ, შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ პატარა ერეკლეს მშობლებს, ათი წლის ნანატრი შვილის გადარჩენასა და გამოჯანმრთელებაში.

  • ანგარიშის ნომრები

საქართველოს ბანკი:

GE98BG0000000761767400

თბს ბანკი:

GE82TB7333945064300105

მიმღები: ქეთევან ვაშაკიძე (ბავშვის დედა)