ავტორი:

რუსებმა ოდესაში საპორტო ინფრასტრუქტურას დაარტყეს - დაიღუპა 7 ადამიანი და დაშავდა 15

რუსებმა ოდესაში საპორტო ინფრასტრუქტურას დაარტყეს - დაიღუპა 7 ადამიანი და დაშავდა 15

რუსულმა ძალებმა ოდესის ოლქში პორტის ინფრასტრუქტურის ობიექტზე ბალისტიკური რაკეტით დარტყმა განახორციელეს, თავდასხმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო-სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სამწუხაროდ, წინასწარი ინფორმაციით, შვიდი ადამიანი დაიღუპა. კიდევ 15 დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - აღნიშნა კიპერმა.

მისი თქმით, დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა და ავტოსადგომზე სატვირთო მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა.