ავტორი:

ულამაზესი ქართველი გოგონა ფრონტის ხაზზე - ვინ არის მარიამ ბერიანიძე, რომელმაც მამას ომში ჩააკითხა: "საზღვარზე რუსეთის ვიზა რომ მინახეს, თავიდან აგრესია გაუჩნდათ"

ულამაზესი ქართველი გოგონა ფრონტის ხაზზე - ვინ არის მარიამ ბერიანიძე, რომელმაც მამას ომში ჩააკითხა: "საზღვარზე რუსეთის ვიზა რომ მინახეს, თავიდან აგრესია გაუჩნდათ"

ქართველი გოგონას სიმამაცემ უკრაინელი მებრძოლები გააოცა, პოლონურმა გამოცემა TVP World-მა კი სტატია მიუძღვნა. "გოგონა ყორნისფერი თმით და ნუშისებრი თვალებით", - ასე შეამკო ჟურნალისტმა 24 წლის მარიამ ბერიანიძე, რომელმაც მამას ფრონტის ხაზზე ჩააკითხა.

- დედა აფხაზეთიდან იყო, საშინლად განიცდიდა მშობლიური სახლის დაკარგვას, 2008 წლის რუსეთის აგრესიაც მახსოვს…- მამაჩემი ორივე ომში იბრძოდა. შესაბამისად, რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ჩემშიც დიდი პროტესტი გამოიწვია. ამ ყველაფერს დაემატა ისიც, რომ მამამ ომის დაწყების პირველივე დღეს გადაწყვიტა უკრაინაში წასვლა. გადავწყვიტე, მეც ჩემი წვლილი შემეტანა რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და უკრაინელ მეგობრებთან ერთად საქველმოქმედო ორგანიზაციის დაარსება გადავწყვიტე. გზად დაბრკოლებები შეგვხვდა, მაგრამ ეს საკითხი დღის წესრიგიდან არ მომიხსნია. როგორც ქართველების დიდ ნაწილს, მეც ვფიქრობ, რომ ახლა უკრაინაში ჩემი ქვეყნის ბედიც წყდება.

- მამაზე რას გვეტყვით?

- მამაჩემს აკაკი ჰქვია, დედა გარდამეცვალა, დედმამიშვილები არა მყავს. ალბათ, ხვდებით, რამდენად ძვირფასია ის ჩემთვის. ყოველთვის ამბობდა და ახლაც ამბობს, რომ საქართველოსთვის სიკვდილი მისთვის პატივია. აფხაზეთის ომში იბრძოდა, რუსეთს საქართველოს ყველაზე დიდ მტრად მიიჩნევს. ამბობს, რომ საქართველოს მტრებს ყველგან და ყოველთვის გაანადგურებს, სადაც კი ამის საშუალება მიეცემა. საბედნიეროდ, ქართველების უმრავლესობა იაზრებს, რომ უკრაინაში ახლა საქართველოს ბედიც წყდება. ასე ფიქრობენ ის ქართველი მებრძოლებიც, რომლებიც ახლა უკრაინის მიწაზე ებრძვიან რუსებს. საქართველო თითოეული მათგანის სული და გულია. მამა მათ შორის იყო, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ აეროპორტიდან რომ არ გაუშვა უკრაინაში. ორჯერ მოაბრუნეს, მაინც მოახერხა წასვლა. ახლა ცხელ წერტილში იბრძვის. თავიდან "ქართულ ლეგიონში" იყო, შემდეგ უკრაინის დაზვერვაში, ახლა "ზესეუშია".

- როგორ მიიღეთ ფრონტის ხაზზე წასვლის გადაწყვეტილება?

- გულწრფელად რომ გითხრათ, პირველი მიზეზი მამის მონატრება იყო. ყოფილა შემთხვევა, რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დავკავშირებივარ... შარშან ჩემი ქალიშვილი, საიმედო ხელში, ბებიასთან დავტოვე და უკრაინაში წავედი.

წლების წინ ყოფილი მეუღლის ოჯახის საჭიროებიდან გამომდინარე რუსეთის ვიზა გავაკეთე, თუმცა არც გამომიყენებია. უკრაინის საზღვარზე, როდესაც საბუთები შემიმოწმეს, გაარკვიეს, რომ რუსეთის ვიზა მქონდა და ჩემ მიმართ საოცარი აგრესია გაუჩნდათ. ყველაფერი რომ ავუხსენი, გამატარეს... მამას კი ლვოვიდან დავურეკე და ვუთხარი უკრაინაში ვარ-მეთქი, რაც მისთვის შოკი იყო. ქვეყნიდან არასდროს გავსულვარ, პირველად დავტოვე საქართველო და ისიც ომში მომიხდა წასვლა. მამას თანამებრძოლებიც გაოცებული იყვნენ, ზოგჯერ ბიჭებიც კი გაურბიან ომს, გოგონა მშვიდობიანი ქვეყნიდან ომში რამ ჩამოგიყვანაო. მოგვიანებით სამხედრო მომზადება გავიარე, რომ კრიტიკულ მომენტში თავის დაცვა შემეძლოს.

- რა განცდა გქონდათ, როცა ომში მყოფ ქვეყანაში მარტო გადაადგილდებოდით?

- ლვოვში რომ შევედით, დილის ხუთი საათი იყო, თოვდა და საშინლად ყინავდა. კომენდანტის საათის პერიოდი იყო, ქუჩაში მხოლოდ ჯარისკაცები დადიოდნენ. მაშინ გავიაზრე, რა გავაკეთე და სად ჩავედი...განაგრძეთ კითხვა