აშშ-ის დაზვერვის სამსახურის ანგარიშების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მთელი უკრაინის მიტაცებას და ევროპის იმ ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რომლებიც ყოფილ საბჭოთა იმპერიას ეკუთვნოდა, - ინფორმაციას Reuters-ი ექვს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ი ხაზს უსვამს, რომ დაზვერვის მონაცემები ასევე ეწინააღმდეგება რუსეთის ლიდერის მტკიცებას, რომ ის ევროპისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
„დაზვერვა ყოველთვის ამბობდა, რომ პუტინს მეტი სურს. ევროპელები ამაში დარწმუნებულები არიან. პოლონელები აბსოლუტურად დარწმუნებულები არიან. ბალტიისპირეთის ქვეყნები თვლიან, რომ ისინი პირველები არიან“, - განუცხადა Reuters-ს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წევრმა „დემოკრატიული პარტიიდან“ მაიკ კვიგლიმ.