საქმე იმაშია რომ ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შესაძლებლობების ფარგლებში რუსეთისთვის ესიამოვნებინა - ევროკავშირზე უარი თქვა, მე ხანგრძლივ ტყვეობაში ვყავარ, ოსებისთვის ბოდიშის მოხდა დააანონსა, წულუკიანმა საქართველო ომში გაამტყუნა, აზერბაიჯანს ტვირთი გადაუკეტა, მაგრამ რად გინდა! - ასეთი იზოლირებული და დასუსტებული საქართველოსგან რუსეთი ითხოვს, მისი აზრით, ივანიშვილის დაპირებულ აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" აღიარებას და როგორც პირველ ნაბიჯს ამ გზაზე, მათთან ოფიციალური ხელშეკრულების გაფორმებას, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ის რომ უკრაინის მხარდაჭერას „ქოცებმა“ ხელი მოაწერეს, ეს უდავოდ დადებითი ფაქტია. თუმცა არ ვეთანხმები მათ ვინც ამ სახეცვლილებას მხოლოდ საერთაშორისო ქიმიური გამოძიების შიშს მიაწერს, სიტუაცია ბევრად უფრო ღრმაა და არ დაიჯერებთ, მაგრამ მიმართულია რუსეთის გასაღიზიანებლად.
კარგად უნდა მოვუსმინოთ მოსკოვიდან მესიჯებს, რომლებშიც ორივე, ლავროვი და ზახაროვაც ახლახან აცხადებდნენ, რომ ვერ ხედავენ „საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენის საფუძველს", რეალობაა ის, რომ პუტინი თვლის, რომ ივანიშვილმა გადააგდო და შეიძლება არც ცდებოდეს ამაში.
საქმე იმაშია რომ ივანიშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შესაძლებლობების ფარგლებში რუსეთისთვის ესიამოვნებინა - ევროკავშირზე უარი თქვა, მე ხანგრძლივ ტყვეობაში ვყავარ, ოსებისთვის ბოდიშის მოხდა დააანონსა, წულუკიანმა საქართველო ომში გაამტყუნა, აზერბაიჯანს ტვირთი გადაუკეტა, მაგრამ რად გინდა! - ასეთი იზოლირებული და დასუსტებული საქართველოსგან რუსეთი ითხოვს, მისი აზრით, ივანიშვილის დაპირებულ აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" აღიარებას და როგორც პირველ ნაბიჯს ამ გზაზე, მათთან ოფიციალური ხელშეკრულების გაფორმებას.
ითხოვს დსთ-ში დაბრუნებას და საბაჟო კავშირში შესვლას, ითხოვს ნეიტრალიტეტის გამოცხადებას ახლავე და საქართველოში რუსული ანტიტერორისტული ცენტრის შექმნას. აქვს კიდევ ორი მოთხოვნა, რასაც მე გარკვეული მიზეზების გამო აქ არ გავახმოვანებ.
ხოდა, დიქტატორმა გადაწყვიტა ევროპის შემდეგ, ახლა უკვე რუსებისთვის ესწავლებინა ჭკუა. ოღონდ მგონია, რომ ამისთვის რუსეთისგან, რომელსაც არ აინტერესებს არგუმენტი, რომ ქართველების ამჟამინდელი განწყობების კვალობაზე ივანიშვილი უფრო შორს ვერ წავა, სინამდვილეში მაგრად მოხვდება ღრანჭში. სამწუხაროდ ეს ყველაფერი თითოეულ ქართველს უქმნის დიდ საფრთხეს“- წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“.