ავტორი:

"რუსებმა მაგალითი კავკასიისგან აიღონ და ოჯახები ნაადრევ ასაკში შექმნან" - პუტინი

"რუსებმა მაგალითი კავკასიისგან აიღონ და ოჯახები ნაადრევ ასაკში შექმნან" - პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა "პირდაპირი ხაზის“ დროს ქვეყნის დემოგრაფიულ პრობლემებზე ისაუბრა და რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, შვილების გაჩენა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებამდე არ გადადონ.

პუტინის თქმით, რუსებმა მაგალითი კავკასიის რესპუბლიკებისგან უნდა აიღონ, სადაც ბავშვებს ადრეულ ასაკში აქორწინებენ.

"კავკასიაში ძალიან კარგი ტრადიციაა... ველაპარაკე კადიროვს, მას დიდი ოჯახი აქვს, მათგან მაგალითი უნდა ავიღოთ“, — განაცხადა მან.

პუტინის მიზანია შობადობის კოეფიციენტის 2-მდე გაზრდა (ამჟამად ის 1.4-ია). მან აღნიშნა, რომ ეს პოსტინდუსტრიული ქვეყნების საერთო პრობლემაა და მაგალითად იაპონია (0.8) და სამხრეთ კორეა (0.7) მოიყვანა.

პუტინის აზრით, შთამომავლობის გაგრძელება ადამიანის "ღვთაებრივი მისიაა“ და ამაზე ფიქრისას მთავარი სულიერებაა და არა ფული.

რუსეთში დემოგრაფიული მდგომარეობა კრიტიკულია: გასულ წელს შობადობა 1999 წლის შემდეგ მინიმუმამდე დაეცა. ბოლო 10 წელიწადში მოსახლეობის ბუნებრივმა კლებამ 4 მილიონ ადამიანს მიაღწია.

ამავე ეთერში 73 წლის პუტინმა აღიარა, რომ შეყვარებულია, თუმცა რჩეულის ვინაობა არ დაუკონკრეტებია. შეგახსენებთ, რომ ის 2014 წელს დაშორდა მეუღლეს, ლუდმილა შკრებნევას, რომელთანაც ორი ქალიშვილი და ორი შვილიშვილი ჰყავს.

წაიკითხეთ ასევე: