ავტორი:

შიშველი ბილ კლინტონი უცნობ ქალთან ერთად - მორიგი სკანდალი: ამერიკულ მედიაში ჯეფრი ეპშტეინის ახალი დოკუმენტები და ფოტოები გავრცელდა

შიშველი ბილ კლინტონი უცნობ ქალთან ერთად - მორიგი სკანდალი: ამერიკულ მედიაში ჯეფრი ეპშტეინის ახალი დოკუმენტები და ფოტოები გავრცელდა

ამერიკულ მედიაში ამერიკელი ფინანსისტის ჯეფრი ეპშტეინის ახალი დოკუმენტები და ფოტოები გავრცელდა. ერთ-ერთ ფოტოზე აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, ბილ კლინტონი, აუზში, უცნობ ქალთან ერთადაა გამოსახული.

79 წლის კლინტონი იუსტიციის დეპარტამენტის მიერ პარასკევს გამოქვეყნებულ სხვა მრავალ ფოტოზეც არის გამოსახული — მათ შორის, თვითმფრინავში, ახალგაზრდა ქალთან ერთად. კლინტონის წარმომადგენელმა ადრე განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, თანამშრომლებთან ერთად, 2002-2003 წლებში ოთხჯერ იმოგზაურა ეპშტეინის კერძო თვითმფრინავით.

პრეზიდენტ ბილ კლინტონის სახელი, სასამართლოს რამდენიმე დოკუმენტში ფიგურირებს, თუმცა მის წინააღმდეგ ბრალდებები არ არსებობს.

ფოტოებზე კლინტონის ლონდონში ვიზიტიცაა ასახული, სადაც პრეზიდენტი მეორე მსოფლიო ომის დროს, უინსტონ ჩერჩილის მიერ დაარსებულ საომარ ოთახს ათვალიერებს. ვახშამზე ასევე გადაიღეს ეპშტეინი, მაქსველი, კლინტონი და მიკ ჯაგერი. სხვა ფოტოებზე ისინი ტაილანდის ღირსშესანიშნაობებს ათვალიერებენ და მაროკოში მოგზაურობენ.

იუსტიციის დეპარტამენტმა ფაილები მნიშვნელოვნად დაარედაქტირა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, იქ დამატებითი უხერხული ან პოტენციურად ინკრიმინირებული სურათები იყოს დამალული.

რედაქტირების გამო საზოგადოებისთვის შეუძლებელია იმ ქალების ან გოგონების ვინაობის ცოდნა, რომლებსაც კლინტონთან რაიმე სახის კავშირი ჰქონდათ.

კლინტონის ოფისმა ყურადღების გადატანა ტრამპზე სცადა, რომელიც თავად იყო დაკავშირებული ეპშტეინთან 1990-იან და 2000-იან წლებში.

"აქ ორი ტიპის ადამიანია“, - განაცხადა კლინტონის წარმომადგენელმა.

"პირველმა ჯგუფმა არაფერი იცოდა ეპშტეინის დანაშაულების შესახებ და ყველაფრის გამჟღავნების შემდეგ მასთან კავშირი გაწყვიტა. მეორე ჯგუფმა მასთან ურთიერთობა მას შემდეგაც განაგრძო. ჩვენ პირველში ვართ."

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი, არასრულწლოვან გოგონებზე სექსუალურ ძალადობასა და მათ ტრეფიკინგში იყო ბრალდებული. მან 2019 წელს, საკანში ყოფნისას, განაჩენის მოლოდინში, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

წყარო

წაიკითხეთ ასევე: