საპროტესტო აქციის მონაწილეები ფილარმონიიდან მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ მიემართებიან.
უწყვეტი პროტესტის 388-ე დღესაც დემონსტრანტები უცვლელი მოთხოვნებით არიან, ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და აქციის ფარგლებში დაკავებული პატიმრები გათავისუფლდნენ. მათ მოთხოვნას კიდევ ერთი მოთხოვნაც დაემატა, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ნივთიერებები გამოიყენა შსს-მ გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების წინააღმდეგ.
მოქალაქეებს ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აქვთ მიტანილი.
ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებულები.