შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 2001 წელს დაბადებული ლ.ძ. და 1993 წელს დაბადებული დ.ბ. წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.
"ბრალდებულების მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, კრიპტოვალუტის ჩასარიცხი აპარატის მფლობელ კომპანიას 8000 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა.
პოლიციამ ორივე პირი ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავა.
საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.