ავტორი:

9 დაღუპული და 10 დაშავებული - სამხრეთ აფრიკაში ერთ-ერთ ბარში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა

9 დაღუპული და 10 დაშავებული - სამხრეთ აფრიკაში ერთ-ერთ ბარში შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა

სამხრეთ აფრიკაში სროლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

  • გამოცემის ცნობით, შეიარაღებულმა პირმა იოჰანესბურგის ბეკერსდალის რაიონში მდებარე ერთ-ერთ ბარს ცეცხლი გაუხსნა.

იოჰანესბურგის პოლიციის ცნობით, შემთხვევის ადგილი თავდამსხმელებმა ავტომობილებით დატოვეს.

პოლიციაში განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილებზე ძებნა გამოცხადდა.