პოეტი ვაჟა ხორნაული გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ავრცელებენ.
"პოეტი ვაჟა ხორნაული გარდაცვლილა...დაობლდა ქართული პოეზია ერთი ბრწყინვალე პოეტით, საქართველო კი - ღვთისნიერი კაცით...ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და მკითხველებს...", - სოციალურ ქსელში პოეტი მარიამ წიკლაური.
ვაჟა ხორნაული 1948 წელს, დუშეთის რაიონში, სოფელ კაწალხევში დაიბადა.დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1973 წელს.
გამოცემული აქვს წიგნები: "ცა გაზაფხულის ტოტებში", "ჯერ ნაპირამდე შორია", "ჯერ გულში იბადებოდა", "დაგცადე ათასფერადა", "წყარო მუხის ჩეროში", "ცის და მიწის სინათლეში", "გულს მუდამ ახსოვხარ", "სასწაულები ისევ გრძელდება", "სამოთხის წყალში ოქროს თევზი რომ გაიელვებს", "ყვავილი ღმერთის უბეში","თუ უკვდავების ვიპოვე წყარო", "სიყვარულის ძაფზე ჩამოქნილი სიცოცხლის სანთელი"; ავტორია ნატუროპათიულ თემაზე შექმნილი წიგნისა "სნეული, სნეული, სნეული მსოფლიო (კაცობრიობა დანა-ჩანგლით ითხრის სამარეს".
მისი წიგნები თარგმნილია რუმინულ, რუსულ, უკრაინულ და სომხურ ენებზე.