ავტორი:

ბრუკლინ ბეკჰემმა "ინსტაგრამზე" ძმა და მშობლები დაბლოკა - ბეკჰემების ოჯახის სკანდალის ახალი ფაზა

ბრუკლინ ბეკჰემმა "ინსტაგრამზე" ძმა და მშობლები დაბლოკა - ბეკჰემების ოჯახის სკანდალის ახალი ფაზა

დასავლურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დევიდ და ვიქტორია ბეკჰემებმა, "ინსტაგრამზე" თავიანთი შვილი, ბრუკლინ ბეკჰემი, ასევე ბრუკლინის ცოლი, ნიკოლა პულცი წაშალეს.

  • თუმცა რეალურად ყველაფერი სხვაგვარად აღმოჩნდა. ამ ინფორმაციას ბეკჰემების კიდევ ერთი ვაჟი გამოეხმაურა და დაწერა რომ რეალურად, ბრუკლინმა თვითონ დაბლოკა მშობლები. დევიდი და ვიქტორია ასევე დაბლოკა ნიკოლა პულციმაც.

"დედაჩემი და მამაჩემი შვილს არასდროს გაუუქმებდნენ გამოწერას. მათ გაიღვიძეს და აღმოაჩინეს, რომ დაბლოკილები იყვნენ ბრუკლინისგან. მეც ანალოგიურად“ - წერს კრუზ ბექჰემი Instagram Story-ში.

ცნობისთვის, მედიაში უკვე რამდენიმე თვეა წერენ ბრუკლინისა და მშობლების გართულებულ ურთიერთობაზე. ტაბლოიდების ცნობით, ყველაფერი ბრუკლინის ცოლსა და ვიქტორია ბეკჰემს შორის კონფლიქტს უკავშირდება.