საუდის არაბეთში სიკვდილით დასჯის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - დასჯილთა შორის არიან ჟურნალისტი, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მეთევზე და სხვა...

საუდის არაბეთში სიკვდილით დასჯის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - დასჯილთა შორის არიან ჟურნალისტი, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, მეთევზე და სხვა...

საუდის არაბეთი უკვე მეორე წელია, რაც სიკვდილით დასჯის ყოველწლიურ რეკორდს ამყარებს. Reprieve-ი, რომელიც არაბეთში სიკვდილით დასჯის შემთხვევებს აკვირდება, აცხადებს, რომ წელს სიკვდილით დასჯის 347 ფაქტი დაფიქსირდა და მეტია წინა წლის მაჩვენებელზე, რომელიც 345 იყო. მათივე თქმით, "მონიტორინგის დაწყებიდან, ეს საუდის არაბეთში ეს ყველაზე სისხლიანი წელი იყო".

  • Reprieve-ის მონაცემების თანახმად, სიკვდილით დასჯილთაგან ნახევარზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო, რომლებიც სამეფოში "ნარკოტიკებთან ბრძოლის" ფარგლებში დასაჯეს.
ჟურნალისტი ტურკი ალ-ჯასერი შვიდწლიანი პატიმრობის შემდეგ, სიკვდილით ივნისში დასაჯეს
სიკვდილით დასჯილი აბდულა ალ-დერაზი და ჯალალ ალ-ლაბადი დაკავებისას არასრულწლოვნები იყვნენ

სიკვდილით დასჯილ პირებს შორის არიან ჟურნალისტი და ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც დაკავების მომენტში არასრულწლოვანები იყვნენ. თუმცა Reprieve-ის თანახმად, უმეტესობა, დაახლოებით ორი მესამედი - ნარკოტიკებთან დაკავშირებული არალეტალური დანაშაულისთვის იყო გასამართლებული.

  • სიკვდილით დასჯის შემთხვევათაგან 96 ჰაშიშს უკავშირდებოდა.

სიკვდილით დასჯილთა შორის იყო ეგვიპტელი მეთევზე ისამ ალ-შაზლი

საუდის არაბეთის დე ფაქტო მმართველმა, მუჰამედ ბინ სალმანმა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყანა რადიკალურად შეცვალა, შეამსუბუქა სოციალური შეზღუდვები, თუმცა ამავდროულად, ჩაახშო კრიტიკაც.

მუჰამედ ბინ სალმანი

ნავთობისგან ეკონომიკის დივერსიფიკაციის მცდელობისას მან საუდის არაბეთი გარე სამყაროსთვის გახსნა, რელიგიური პოლიცია ქუჩებიდან მოხსნა და ქალებს მანქანის მართვის უფლება მისცა. თუმცა Human Rights Watch-ის თანახმად, სამეფოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა კვლავ "სავალალოდ" რჩება, სიკვდილით დასჯის რიცხვები კი მათი შეშფოთების მთავარი მიზეზია.

  • ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, ბოლო წლებში საუდის არაბეთში სიკვდილით დასჯილთა რიცხვს მხოლოდ ჩინეთმა და ირანმა გადააჭარბა.

საუდის არაბეთის ხელისუფლება არ ამხელს სიკვდილით დასჯის მეთოდს, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს ან თავის მოკვეთა ან დახვრეტა უნდა იყოს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა