ავტორი:

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს

პირველადი მონაცემების თანახმად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს.

“მე ვერ ვხედავ გამარჯვებულს და დამარცხებულს, ეს არის პროცესი, რომლის დასრულების შემთხვევაში ყველა ვართ პროფესიის სამსახურში“, - განაცხადა ირაკლი ყანდაშვილმა შედეგების გამოცხადების შემდეგ.

როგორც მან აღნიშნა, თითოეული ადვოკატი ერთი დიდი ოჯახის ნაწილია.

„ერთი დიდი ოჯახია თითოეული ადვოკატი. მე ვერ ვხედავ აქ გამარჯვებულს და დამარცხებულს, ეს არის პროცესი, რომლის დასრულების შემთხვევაში ყველა ვართ პროფესიის სამსახურში. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თითოეულ ადვოკატს, მზად ვარ, ვემსახუროთ პროფესიას და პროფესიის განვითარებაში მივიღო მონაწილეობა“, - აღნიშნა ყანდაშვილმა.

ამ დროისთვის, არსებული მონაცემებით, ირაკლი ყანდაშვილმა 1473 ხმა მიიღო, ჩომახაშვილმა - 1366. კენჭისყრა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 2855 ხმით დასრულდა.