მსახიობისა და ფოტომოდელის მონაწილეობით, საქართველოში გადაღებული ფილმის კადრები პორნო საიტებზე აღმოჩნდა. როგორც “კურიერი • P.S“ ავრცელებს, საქმე ეხება 13 წლის წინ, რეჟისორ შოთა კალანდაძის მიერ გადაღებულ ფილმს, რომელშიც მსახიობის შიშველი სხეული ჩანს.
ქალი ამტკიცებს, რომ ის მხოლოდ ფილმში მონაწილეობაზე იყო თანახმა და არასდროს დათანხმებულა ამ მასალის პორნო საიტებზე განთავსებას.
აღსანიშნავია, რომ ვიდეოები პორნო საიტებზე წლების წინ არის ატვირთული, თუმცა მაკო კობერიძემ ამაზე არაფერი იცოდა. მსახიობმა რეჟისორის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა. თავად შოთა კალანდაძე რაიმე სახის კონტაქტს ფაქტთან დაკავშირებით უარყოფს და შსს-ს მიმართავს გამოიძიონ, ვინ ატვირთა კადრები 18+ საიტებზე.
“მივიღე მონაწილეობა მხატვრულ ფილმებში მეგა ვარსკვლავებთან ერთად და აღმოვჩნდი პორნო საიტებზე.
შოთას არ უჭირს ადამიანების დათანხმება, კარგი მანიპულაციის უნარი გააჩნია და ვულოცავ ამას. მე არ ვარ იოლად დასაყოლიებელი ადამიანი, თუმცა როდესაც გავიგე რომ ფილმში ისეთი მეგა ვარსკვლავები იღებდნენ მონაწილეობას, როგორიც არის ლიკა ქავჟარაძე, მარინა კახიანი და ა.შ. ლოგიკურია ჩავვარდი ხიბლში და მათთან ერთად ვიყავი მზაობაში, რომ ნებისმიერი როლი მეთამაშა. ბოლო წლებში აღმოვაჩინე, რომ კადრები პორნო საიტებზეც არის.
რეჟისორს არ გააჩნია არანაირი კონტრაქტი. შოთა კალანდაძეს პირადად დავუკავშირდი და ვუთხარი რომ ვუჩივლებდი. კადრები გაყიდა ყველგან, სადაც მოუწვდებოდა ხელი... ზოგი იტყვის, რომ ფილმში რომ გარბოდი რას ფიქრობდი... ეს ფილმი ხელოვნება იყო ხალხო და უნდა გასულიყო ქვეყნის გარეთ, - აცხადებს მაკო
“დადგინდეს ვინ ატვირთა და თუ ფული გააკეთა იმ ტიპმა, ვინც ატვირთა, ჩვენც გაგვინაწილოს. ეს ახლა კი არა, რამდენი წელი იდო და დავიჯერო არ იცოდა? ჯერ ეს ერთი პორნო სად არის? პორნო მე არასდროს გადამიღია - ეს არის არტ ფილმი ეროტიკული ელემენტებით.
ეს ქალი მიჩივის მე? საერთოდ ოდესმე “გაიჩითებოდა“ ამ “სასტავში“ სადაც მე “გავაძრე“? ამ ქალს აუცილებლად საშვილიშვილოდ ამოვიღებ ჩემი ყველა ფილმიდან,“ - აცხადებს რეჟისორი.
წყარო: კურიერი • P.S