ავტორი:

პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება

პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები განლაგებულნი არიან საკანონმდებლო ორგანოს წინ და მიმდებარე ტერიტორიაზე.

როგორც ცნობილია, დღეს დაგეგმილი არაა მსვლელობა.

საკანონმდებლო ორგანოს წინ მოქალაქეებს ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აქვთ მიტანილი.

საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტი ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს. დემონსტრანტების მოთხოვნები უცვლელია - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების ფარგლებში დაკავებული პირები.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო, 2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ასევე, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით აქციების გამართვის პირობებთან დაკავშირებით ვებგვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ამ პერიოდში შეკრება უნდა იყოს მსვლელობის გარეშე, შეკრების მონაწილეებმა პროტესტი უნდა გამოხატონ თბილისში, პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ სივრცეში და არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.