ბრიტანეთში, სტოუნჰენჯის მეგალითურ კომპლექსთან ათასობით თანამედროვე დრუიდი და წარმართი შეიკრიბა. მათ წელიწადის ყველაზე მოკლე დღე და ზამთრის მზებუდობა ტრადიციული რიტუალებითა და ცეკვებით აღნიშნეს.
თანამედროვე დრუიდები თავს ძველი კელტი ქურუმების მემკვიდრეებად მიიჩნევენ. მათი რელიგია ბუნების თაყვანისცემაზეა დაფუძნებული. ზამთრის მზებუდობის შემდეგ დღე იწყებს მატებას, რაც სიმბოლურად სინათლის დაბრუნებასა და ბუნების განახლებას უკავშირდება.
სტოუნჰენჯი დრუიდებისთვის საკულტო ადგილია, სადაც ისინი ყოველწლიურად იკრიბებიან ასტრონომიული მოვლენების აღსანიშნავად.






